Marco Rosa – სამედიცინო დიპლომი მიიღო 1981 წელს, შემდეგ კი გაიარა პოსტდიპლომური სწავლება ზოგად სტომატოლოგიაში, მოგვიანებით კი სპეციალიზაცია გაიარა ორთოდონტიაში.
დღესდღეობით Marco Rosa აქვს კერძო პრაქტიკა, რომელიც არის მთლიანად ორთოდონტიაზე ფოკუსირებული იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტრენტოში, ასევე არის მიწვეული პროფესორი მილანისა და პადუის უნივერსიტეტებში, სადაც აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამებში.
დოქტორი Marco Rosa იტალიის ორთოდონტიის აკადემიის საპატიო წევრია, European Angle Society-ის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად საპატიო წევრი, ასევე იტალიის ორთოდონტიის სპეციალისტთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი და ევროპული და იტალიური ორთოდონტიის საბჭოების საპატიო წევრი.
დოქტორის ძირითადი ინტერესებია: «ესთეტიკურად მნიშვნელოვან ზონაში სივრცეების დახურვა», «ინტერდისციპლინარული მკურნალობა», «ორთოდონტია და პაროდონტოლოგია», ასევე «ადრეული მკურნალობა და ზრდის მართვა».
ამ და სხვა მნიშვნელოვანი ორთოდონტიული თემებით Marco Rosa რეგულარულად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში და გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია ეროვნულ და საერთაშორისო ორთოდონტიულ ჟურნალებში.
რეზიდენტებისთვის და სტუდენტებისთვის 1200 ლარი 01.10.25-მდე
ჯგუფური ფასდაკლება ექიმებისთვის 5 ან მეტი მონაწილის შემთხვევაში
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. კურსძე დასწრება ადგილზე გადახდით შესაძლებელია თავისუფალი ადგილების შემთხვევაში.
კურსზე დასწრების გაუქმების წესი: მინიმუმ ერთი თვით ადრე აუცილებელია მონაწილემ შეგვატყობინოს კურსზე დასწრების გაუქმების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კურსის საფასურის ანაზღაურება არ მოხდება.
საფასურში შედის: სადილი, coffe brake, სინქრონული თარგმნა, ინდივიდუალური სერტიფიკატები.